ჩოხატაურში მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.
როგორც „გურია ნიუსს“ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩოხატაურის სერვისცენტრის მენეჯერმა იასონ ცინცაძემ უთხრა, წყლის შეფერხებით მიწოდება დაზიანებამ გამოიწვია.
„დაზიანებული იყო, გავაკეთეთ. შეფერხებით ვაწოდებთ მოსახლეობას წყალს. რეზერვუარი უნდა შევავსოთ და რომ შეივსება გამოვუშვებთ, სავარაუდოდ ხვალ დილიდან. მაღალ წერტილებს უჭირთ, იქ ნაკლებად არის წყალი, დაბაში შეფერხებით ვაწოდებთ“,_ გვითხრა ცინცაძემ.