ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და ასევე კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ბიზნესდაწესებულებების ჩართვა.
„მოვუწოდებ მათ, რომ აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან განახორციელონ გაიდლაინით გაწერილი წესები, რადგან მათი დაცვა მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ასევე მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მთისა თუ ზღვის კურორტებზე დასვენებისას, დაიცვან ის რეკომენდაციები რაც მნიშვნელოვანია კოვოდინფექციისგან თავდასაცავად“,_ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.