სამინისტრო მომზადებულია, რომ კარანტინის პირობებში მყოფ მოსახლეობას სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეექმნას_ ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ სვანეთში მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული, სოფლები საკმაოდ დაშორებულია რაიონული ცენტრიდან. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ლოგისტიკურ უზრუნველყოფა და მაღალი დონის კოორდინაცია.
„ამ მომენტისთვის რეგიონში დეფიციტი არ შეინიშნება, დაძრულია ქუთაისიდან რამდენიმე მსხვილი სატვირთო ავტომანქანა, ასევე სტანდარტულ სადისტრიბუციო მანქანებს არ აქვთ გადაადგილების პრობლემა. ხდება აღრიცხვა რეგიონში შემსვლელი სადისტრიბუციო მანქანების“,_ განაცხადა მინისტრმა.