ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას en.globes -ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ.
ასევე, ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში მოხვდნენ: კანადა, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, სლოვენია, გერმანია, ჰონგ-კონგი, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, რუანდა, იორდანია, დანია და ავსტრია.
En.globes-ის ინფორმაციით 16 აგვისტოდან, ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნასაც გეგმავს.