“ვიმედოვნებთ, პანდემია ორ წელში დასრულდება”,_ ამის შესახებ Skynews-ის ინფორმაციით განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა.
„უფრო მეტი კავშირების პირობებში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მის შესაჩერებლად ტექნოლოგიები გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ პანდემია სადღაც ორ წელიწადში დასრულდება“,_ განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 22 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. პანდემიას დაახლოებით 800 000 ადამიანი ემსხვერპლა.