სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, – წერს გახარია.