კანადაში Brokini-ს ბრენდის სახელით, კაცებისთვის ახალი დიზაინის საცურაო კოსტიუმი გამოუშვეს. ამის შესახებ
Led Bible-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაცებისთვის შექმნილი ახალი ბიკინების ავტორები ჩად სასკო და ტეილორ ფილდი არიან ტორონტოდან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი სტილის საცურაო კოსტიუმი, რევოლუციური გადაწყვეტილებაა.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს დავფარავთ ჩვენს კრიპტოვალუტის დანაკარგებს და დავიქირავებთ ოქროს რეტრივერს, როგორც მიმღებ პირს.
ასე რომ, თუ ძმაკაცები ხართ და გინდა გამოიყურებოდეთ მაგრად, როგორც ეს ორი, იცით რა უნდა გააკეთოთ“,_ ამბობენ საცურაო კოსტუმების შემქმნელები.
ამ ეტაპზე ახალი დიზაინით შექმნილი საცურაო კოსტიუმი ბრენდის ვებგვერდზეა გასაყიდად წარმოდგენილი.