„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ნასაკირალის ადმინსტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 498.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ოზურგეთის მერისთვის “_იმსჯელეს, ოზურგეთის საკებულოს 2 სექტემბრის სხდომაზე.
საკითხის წარმოდგენისას ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა განმარტა, რომ ეს ნაკვეთი საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადეცეს.
_ კითხვა მაქვს, რა დანიშნულებისთვის არის საჭირო ეს მიწის ნაკვეთი? რატომ ითხოვთ? – იკითხა საკრებულოს სხდომაზე ნასაკირალის დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ბესო ქათამაძემ.
მას მამეშვილმა უპასუხა, რომ ოზურგეთის მერს მიტროპოლიტმა მიმართა თხოვნით, რომ აღნიშნულ მიწის ფართზე იგეგმება ტაძრის მშენებლობა.
_გასაგებია, მივეესალმები, _ განაცხადა ქათამაძემ.