https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სკოლა ზარის და შეფასების გარეშე _ დირექტორებმა ინდივიდუალური გეგმები წარადგინეს

10:09; 3.09.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების ხელმძღვანელებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრში უკვე წარადგინეს ინდივიდუალური გეგმები.
საზოგადოების მხრიდან დიდია ინტერესი, თუ როგორ აპირებენ სკოლები სასწავლო წლის წარმართვას, როგორ უნდა იქნეს დაცული დისტანცია, დისტანცირებული სწავლება შეეხება თუ არა ყველა კლასს (განსაკუთებით დაწყებით კლასებს), გადავლენ თუ არა სკოლები ორცვლიან სწავლაზე და თუ ასე იქნება, ერთსა და იმავე კლასთან მომუშავე მასწავლებლებს როგორი ანაზღაურება ექნებათ? კლასებში, რომელშიც ოცდაათ ბავშვზე მეტი ირიცხება, დისტანციური აუცილებლობის პირობებში, როგორ დაიცავენ დისტანციას? მოხერხდება თუ არა ჰიგიენური პირობების სათანადო დონეზე დაცვას? _ ეს და კიდევ უამრავი კითხვა დაგროვდა, რომლებზეც პასუხებს პედაგოგები, მშობლები თუ მოსწავლეები დიდი ინტერესით მოელიან.
ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.

როგორც იმედაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში იწყებენ ყველა სკოლასთან რეგულაციებზე შეთანხმებას.

_ ახალი სასწავლო წელი ჩვენთან, ოზურგეთში, ყველა სკოლაში დაიწყება 15 სექტემბერს. გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები. სექტემბრის დასაწყისისთვის ყველა სკოლა ჩამოყალიბებული იქნება თავის წესებზე. ისინი ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ეს არ შეეხება არანაირად დაწყებით, I-IV კლასებს. ზედა კლასებში კვირაში ორი დღის გამოყენების უფლება ექნებათ. ესეც დამოკიდებულია სკოლებზე, გამოიყენებენ თუ არა… ახლა ვართ 24-საათიან შრომაში იმისთვის, რომ სკოლებთან ერთად შევქმნათ მათზე მორგებული რეჟიმი. რაც მთავარია, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რა წესებიც არის განსაზღვრული, ჩვენ მიერ ყველა იქნება დაცული, _ გვითხრა იმედაშვილმა.
თუ როგორ აპირებენ რეგულაციების მიხედვით მუშაობას სკოლების დირექტორები, პედაგოგები, რა აზრი აქვთ მათ, ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ არაერთ მათგანს.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ, ძირითადად, ისაუბრა სასწავლო პროცესის წარმართვის ნიუანსებზე, როცა მთავარი მოსწავლე, მასწავლებელი და სწავლის პროცესია:

_ ჩვენ სწავლას ვიწყებთ ორ ცვლაში, სხვანაირად არც მოხერხდება. იქნება, ასე ვთქვათ, შეჭრილი დრო სწავლის დაწყებისა: პირველ-მეოთხე კლასში ვიწყებთ ცხრა საათზე, მეშვიდე-მერვე-მეცხრე კლასებში ცხრა საათსა და ოცდაათ წუთზე, დღის პირველ საათზე ვიწყებთ მეორე-მესამე კლასში, ხოლო 14 საათზე მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. რაც შეეხება ონლაინსწავლებას, მხოლოდ სამშაბათს და ხუთშაბათს იქნება, ხოლო დანარჩენ დღეებში _ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ჩვეულებრივად, სკოლაში ისწავლიან. ონლაინ სწავლების დღეებში, მასწავლებლები ჩვეულებრივად შევლენ საკლასო ოთახებში და ჩაატარებენ გაკვეთილებს მოსწავლეებთან ონლაინ კავშირით. გაკვეთილების ჩაწერა მოხდება გადაცემული მასალების მიხედვით. რაც შეეხება ცვლების მიხედვით პედაგოგთა ანაზღაურების წესს, აქ არაფერი იცვლება. მასწავლებლებს დამატებითი საათების ჩატარება არ მოუწევთ და შესაბამისად, არც ხელფასი გაეზრდებათ. მხოლოდ დროში გადაადგილება ხდება და ეს მე მგონი, ადვილი გასაგებია.

დისტანციის დაცვას რაც შეეხება _ ერთმეტრიანი მანძილით იქნება ყველა საკლასო ოთახში მერხების დაშორება. სკოლაში შემოსასვლელი ორივე მხრიდან მოხდება შემოსვლა, თერმოსკრინინგის გავლით. 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა თუ ექნება მოსწავლეს, რომელიც ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით გადამოწმდება, გამოვიძახებთ მშობელს და ჩავაბარებთ ბავშვს. მშობელთა შემოსვლა, ზოგადად, არ იქნება დასაშვები. სწავლის დაწყებამდე ჩვენ ვაპირებთ მშობელთა კრების ჩატარებას ღია სივრცეში და მივაწოდებთ სრულ ინფორმაციას, როგორ უნდა იმოქმედონ. ყველა კლასს მივაწოდებთ ცხრილს, სადაც მითითებული იქნება გაკვეთილის დაწყების და დამთავრების დრო. ჰიგიენას რაც შეეხება, საკლასო ოთახები და დერეფნები უზრუნველყოფილი იქნება თავდახურული, ფეხის “პედლიანი ” სანაგვე ურნებით. ასევე, აღჭურვილი იქნება საკლასო ოთახები სადეზინფექციო საშუალებებით. მაქსიმალურად მოწესრიგებული გვაქვს სველი წერტილები, სადაც გვექნება თხევადი საპონი, შესამშრალებელი ტილოები, ჰიგიენური ქაღალდი… საკლასო ოთახებში არ იმოძრავებენ ბავშვები. მხოლოდ დასვენებაზე გამოვლენ დერეფანში. ცვლის შუალედში ჩატარდება ოთახების დეზინფექცია, _ გვითხრა ფატი სიორიძემ.
პედაგოგი ეკა დარჩია, რომელიც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ასწავლის ამბობს, რომ ადვილი არ იქნება რეგულაციების დაცვა და სწავლების განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლა:

_ ახალი სასწავლო წელი, ახალი წელივით მღელვარე და ფერადია. შემოქმედებითობის ჟამია. მასწავლებელს ყოველთვის ენატრება სკოლა და ბავშვები. ადვილი არაა ჯანდაცვის მიერ მოწოდებული რეგულაციების შესრულება. დაწყებით კლასებში ბავშვებთან კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. წელს პირველ კლასს ვიღებ. პირველი კომუნიკაცია ახლა უმნიშვნელოვანესია. მშობლებს სურთ, მეტად დაინახონ შვილების პირველი აქტივობები. წელს ეს გამორიცხულია. მადარდებს რესურსების საკითხი. ჩემ მიერ დამზადებული რესურსებით, ძალიან ადვილად, თამაშით სწავლობენ ბავშვები… რეგულაციების მიხედვით, ეს რესურსი უკვე ინფექციის წყაროა. ამის გარეშე კი ჩემთვის გაკვეთილი წარმოუდგენელია. თითქმის, მთელი ზაფხულის მანძილზე ვქმნიდი ხოლმე რესურსებს ჩემი პატარებისთვის… ახლა ყველა გზა უნდა ვიპოვოთ ჩვენც და მშობლებმაც, რომ დავიცვათ ჯანდაცვის მიერ მოწოდებული რეგულაციები. სხვა გზა არ არის. რთულია, როცა ხუთ წუთში უნდა მოასწრო ოთახის დეზინფექცია, როცა საკლასო ოთახებში, არსებული კლასების რაოდენობის განთავსება შეუძლებელია, სად წავიდეს ის ნორმით გათვალისწინებულზე მეტი ბავშვი? ძნელია, აკონტროლო, ვინ მოვიდეს ხვალ და ვინ არა… თუმცა, უნდა შევძლოთ მაქსიმუმის კეთება, სხვა გზა არ არის, _ გვეუბნება ეკა დარჩია და იმედოვნებს, რომ სკოლის ხელმძღვანელობასთან და მშობლებთან ერთად, საუკეთესო გამოსავალს იპოვის.

ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე თავისებური განცდით აღნიშნავს, რომ ახალ სასწავლო წელს, ჯერჯერობით, მაინც, სკოლაში ზარი აღარ დაირეკება. _ “სკოლა ზარის და შეფასების გარეშე, გარკვეული დროით გვექნება, ალბათ, თუმცა, რას ვიზამთ. დროებით უნდა შევეგუოთ”, _ გვეუბნება ის და გვიამბობს თავისი სკოლის რეგულაციებზე:

_ სწავლას ვიწყებთ 15 სექტემბერს და რეგულაციების შესაბამისად, გადავდივართ პირდაპირ ორცვლიან რეჟიმზე. საკლასო ოთახებში ერთი მეტრის დაშორებით განთავსდება მერხები. პირველ-მეოთხე კლასებში 30-წუთიანი გაკვეთილები გვექნება. მეშვიდე-მეთორმეტე კლასებში კი, 40-წუთიანი. ზარი არ დაირეკება, რადგან დისტანცია უნდა დავიცვათ. სხვადასხვა კლასში, სწავლის დაწყება და დასვენება იქნება სხვადასხვა დროს. ცხადია, ბავშვებს ჩაუტარდებათ საუბარი, ეცოდინებათ, როდის გავიდნენ დერეფანში, სადაც, ასევე, დისტანცია მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ასევე, გამოყოფილი იქნება იზოლირებული ოთახი, სადაც იმ შემთხვევაში, თუ 37 გრადუსზე ზემოთ აღმოაჩნდება ტემპერატურა, ბავშვი უნდა განთავსდეს და გამოვიძახებთ მშობელს.

_ თუ მშობელმა ვერ შეძლო მოსვლა, ამ დროს რას აკეთებს სკოლა?

_ თუ მშობელი არ გამოცხადდა გონივრულ ვადაში, მაშინ 112-ში ვრეკავთ, უსაფრთხოების ცენტრში და ის გადაიყვანს.

_ ბატონო ტარიელ, შემცირდება თუ არა არაფორმალური ღონისძიებები? მაგალითად, იმუშავებს თუ არა ცეკვის წრე, სპორტული ღონისძიებები თუ გაიმართება?

_ ეს ყველაფერი იქნება შეზღუდული ფორმით. შეუზღუდავად იმუშავებს კვების ბლოკი იმ მიმართულებით, რომ ბავშვებს ერთმეტრიანი დისტანციის დაცვით, მიეწოდებათ საკვები. ან კონტეინერებით ჩამოატარებენ საკლასო ოთახებში სხვადასხვა დასახელების პროდუქტს.

კითხვაზე _ თუ როგორ შეფასდებიან მოსწავლეები, ტარიელ კალანდაძე ამბობს, რომ გარკვეული დროით გადავლენ უნიშნო, განმავითარებელ შეფასებაზე.
_ ეს მოხდება ასეთი პრინციპით _ განმსაზღვრელი ქულა მოსწავლეს დაეწერება მხოლოდ კომპლექსურ შემაჯამებელ შეფასებაში. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია თემატური ბლოკები. რამდენი თემატური ბლოკიცაა, იმდენი კომპლექსური შემაჯამებელი დავალება ქნება მოსწავლეს და იქ დაეწერება საბოლოოდ განმსაზღვრელი შეფასება. ეს შეფასება, შესაძლოა, თვეში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ მოხდეს, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე.

_ რა შემთხვევაში შეიძლება არ გაიკეთოს მასწავლებელმა პირბადე?

_ თუ შეძლებს ერთმეტრიანი დისტანციის დაცვას, კი, ბატონო, შესაძლებელია არ ეკეთოს, თუ არადა, უნდა გაიკეთოს. დისტანცია კი, როგორც რეგულაციები გვავალებს, უპირველესად უნდა იქნეს დაცული. კლასები, სადაც 30 ან მეტი ბავშვია, გაიყოფა და მონაცვლეობის პრინციპით ჩაუტარდებათ გაკვეთილი თუმცა, ბევრი არ იქნება ასეთი კლასი.

_ რას აკეთებს სკოლის დირექტორი ასე გამკაცრებული რეგულაციების პირობებში?

_ სკოლის დირექტორი სკოლაში ქმნის უსაფრთხო გარემოს. ეს გულისხმობს როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობას. ბავშვი არ უნდა იყოს დათრგუნული არანაირად. ფიზიკურს რაც შეეხება, განლაგება და ჰიგიენა მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იქნეს. სახელმწიფო გვაძლევს ჰიგიენურ საშუალებებს, ასევე გარკვეული დასახელების საშუალებებს, ქაღალდს თუ თხევად საპონს შეიძენს სკოლა. ზოგადად, ჰიგიენის წესების მკაცრი განსაზღვრა და დაცვა განაპირობებს სრულიად რეგულაციის არსს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:12; 28 თებერვალი, 2026

ნასაკირალის ცენტრში ეკლესია აშენდება

შაქარაშვილის საქმე_ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო