„მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების წინ მაინც ამოიღო ხმა საბანკო დიქტატურის წინააღმდეგ.
კარგია, თუ ეხლა მაინც მიხვდნენ იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, ან არ იმჩნევდნენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები არიან ბანკირები და ყველა ხელისუფლება ყოველთვის ბანკებს ემსახურება.
თუმცა, ვაფრთხილებ, რომ მსგავსი ლოზუნგების მხოლოდ წინასაარჩევნოდ სროლა და თან ისეთ არაკომპეტენტურ ფორმებში, როგორც აკეთებენ, ამით მხოლოდ ბანკებისთვის ხებიანდ დასაცინი ობიექტები.
ამიტომ, პოლიტიკოსებს, ვისაც ეს თემა იანტერესებს, ვეპატიჟები კონსულტაციებზე ბანკების წინააღმდეგ სასაუბროდ, რომ ის მაინც მოისმინონ, როგორ კონტექსტში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რადგან ესეთი სულელური განცხადებები მხოლოდ ხალხის ინტერესების დამაზიანებელია და წყალს ისევ ბანკირების წისქვილზე ასხამს“,_ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.