სენაკელ ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსი, სავარაუდოდ, პაციენტის ბათუმიდან გადაყვანისას გადაედო. ინფიცირებული ამ წუთებში რუხის საავადმყოფოში გადაჰყავთ და მის შესაძლო კონტაქტებს იძიებენ.
შეგახსენებთ, რომ სენაკში, ექიმს კოვიდ-19 ვირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია დადასტურებულია ნენაკის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ. ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში, ხოლო ექიმთან შემხებლობაში მყოფ პირებს თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები.