არტურო ტოსკანინი და პიეტრო მასკანი მიიწვიეს მუსიკალურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალი ვერდის ხსოვნას მიეძღვნა.
მასკანიმ, რომელსაც შურდა ტოსკანინის სადირიჟორო დიდება, მიიღო მიწვევა იმ პირობით, თუ მას მეტ ჰონორარს მისცემდნენ, ვიდრე ტოსკანინის.
– იყოს მეტი, თუნდაც ერთი ლირით, – დაბეჯითებით მოითხოვდა მასკანი.
ფესტივალის კომიტეტი დასთანხმდა.
ჰონორარის მიღებისას განცვიფრებულმა მასკანიმ გამოარკვია, რომ მას ერგება ერთი ლირა. ტოსკანინი უფასოდ დირიჟორობდა.