ქუთაისში, 32-ე საჯარო სკოლაში COVID-19 კიდევ 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის სკოლის დირექტორს, მოადგილეს და პედაგოგებს.
სკოლაში ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ელოდებიან. სკოლის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მათთვის უცნობია, სად გადაიყვანენ სკოლის თანამშრომლებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს.