“გურიაში ამ წუთისთვის კორონავირუსის კიდევ ოთხი შემთხვევა ფიქსირდება”, _ აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია მედიასთან ადასტურებს.
მჟავიას ინფორმაციით, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები კურორტ გომისმთაზე მიდიან, სადაც, ერთ-ერთი ოზურგეთელი ინფიცირებული იმყოფებოდა.
ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს, არ დაადასტურა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა დაბა გომისმთაზე ბესო ლომინაძემ.
ინფიცირების დანარჩენი სამი შემთხვევიდან ერთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია, 2 ჩოხატაურში.