დღეს, “ევროპულმა საქართველომ” სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.
პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წარუდგინა, ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე.
დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ,,ევროპული საქართველოს” საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.
“საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ქართველებმა იცხოვრონ ღირსეულად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას და თქვენი პოზიციის დაფიქსირებას”, _ მოუწოდა ბაქრაძემ სამტრედიაში, მომავლის პარკში შეკრებილ მხარდამჭერებს.