სამი დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკალდიდში საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუფიქსირდა.
გურიის გუბერნატორის ზურა ნასარაიას ინფორმაციით, სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს კორონავირუსზე ტესტები დროულად აუღეს და მათი პასუხი არის უარყოფითი.
“ ეკალდიდის სკოლის მოსწავლის კონტაქტების ტესტის პასუხები იყო და ყველა მათგანი უარყოფითია”, – თქვა ზურა ნასარაიამ.
ამ დროისთვის ეკალდიდის სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს.