თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევის დიდი ნაწილი აჭარაში გამოვლინდა.
„გამოვლინდა 265 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 165 შემთხვევა, თბილისში – 43, იმერეთში – 27, კახეთში – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, ქვემო ქართლში -3, შიდა ქართლში- 2“, – განაცხადა ენდელაძემ.