,,ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ურუგვაელ თავდასხმელს ლუის სუარესს ემოციურად დაემშვიდობა, რომელიც კარიერას მადრიდის ,,ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
მესიმ instagram გვერდზე სუარესის წასვლას პოსტი მიუძღვნა, სადაც წერს, რომ ის ისეთ გამომშვიდობებას იმსახურებდა, როგორიც ფეხბურთელი იყო. ასევე, მესიმ ბარსელონას ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.
„საქმის კურსში ვიყავი, მაგრამ დღეს გასახდელში შევედი და ნამდვილი დარტყმა მაშინ მივიღე, როგორი რთული იქნება, რომ დღეიდან დღემდე შენთან ერთად ვერ ვიქნები, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს დღეები წარმოუდგენლად მომენატრება.
მრავალი წელი იყო, მეგობრობა, ვახშამი, სადილი … უამრავი რამ იყო დაუვიწყარი, ყოველდღეს ერთად ვატარებდით და ახლა, საშინელება იქნება შენი სხვა გუნდის მაისურით ხილვა, მითუმეტეს შენთან დაპირისპირება.
შენ ისეთ გამომშვიდობებას იმსახურებდი, როგორი ფეხბურთელიც იყავი ამ გუნდისთვის: მის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელმაც უამრავ რამეს მიაღწია, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად, მათ კი მოგისროლეს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს აღარც მიკვირს.
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ამ ახალ გამოწვევაში, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და მალე გნახავ, მეგობარო“ – წერს ლეო მესი.