ვერძი
უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ პიჟამა აცვია და შიშველი ფეხები მაგიდაზე აქვს შემოდებული. დილის ექვს საათზე უკვე “სამსახურშია”, არავინ უშლის ხელს, რომ მთელი დღის საქმეები მოაგვაროს. მაგრამ როგორც კი ოჯახის წევრები გაიღვიძებენ და ყველა თავისი მოთხოვნით შეაწუხებს, ისევ ოფისში გაიქცევა, აკრძალვის მიუხედავადაც კი.
კურო
მომარაგებულია გემრიელობებით, გვერდით კატა ჰყავს. ცდილობს იმუშაოს, მაგრამ ხან სადილი უნდა მიირთვას, ხან წაუძინოს. ზუსტად 7 საათზე კომპიუტერს თიშავს, სამუშაო დღე დაუმთავრდა, თუმცა, მთელი დღე რომ არაფერი გააკეთა, მეორე დღეს “მესენჯერში” საყვედურებით სავსე შეტყობინებები ხვდება.
ტყუპი
რა მნიშვნელობა აქვს სად იმუშავებს. თუ სამსხაურში ყავას სვამდა და კოლეგებს ეჭორავებოდა, ახლა ისევ დალევს ყავას და მეგობრებს წაეჭორავება. მიჩვეულები არიან, რომ სამთვიან საქმეს ნახევარ საათში აკეთებენ. ამასთანავე, შეიძლება პედიკიურს იკეთებდს და მაინც აგრძელებდეს ჭორაობას.
კირჩხიბი
აღიარებს, რომ დისტანციური მუშაობისთვისაა შექმნილი. თან სადილს ამზადებს, თან ყვავილებს რწყავს, თან ტელევიზორში “დიდებულ საუკუნეს” შეავლებს თვალს. სამზარეულს კარადებს დაალაგებს, დარეცხვას, გააუთვებს, ბავშვებს დავალებების მომზადებაში დაეხმარება.
ლომი
ბედნიერია, რომ დილით ადრე ადგომა და საცობში ყოფნა არ უწევს. დილით სალონში წავა, გალამაზდება, მერე მეგობარს შეუვლის, ყავას დალევს, ბავშვებსა და საყვარლებზე წაიჭორავებენ, საღამოს უნდა დაისვენოს. კვირის ბოლოს მიხვდება, რომ ერთი დღეც არ უმუშავია, ორშაბათს ისევ სალონში ჩაეწერება, მუშაობას კი მოასწრებს, სად გაექცევა.
ქალწული
ძლივს გაექცა ოფისის ბაქტერიებს და უსაქმურებს, გადაჭედილი ტრანსპორტით მგზავრობას. ახლა შეუძლია 24 საათი იმუშაოს და ხელს არავინ შეუშლის. დაიანგარიშებს რამდენი ფული დაზოგა გზასა და კვებაზე და ბედნიერი დარჩება.
სასწორი
ძალიან მოსწონს შინ ყოფნა, მაგრამ ვალდებულებს რა უქნას? დაურეკავს უფროსს და საწყალი ხმით აუწყებს, რომ ბავშვები მოსავლელი ჰყავს, ქმარი მისახედი, სადილი გასაკეთებელი, უფროსი შეიბრალებს და უბრძანებს, მიხედოს ოჯახს, სამსახურის საქმეებს როგორმე მის გარეშეც გაართმევენ თავს. სასწორი კი საძინებელში შეიკეტება, გემრიელობებს მოიმარაგებს და რომანტიკულ მელოდრამებს ჩაუჯდება.
მორიელი
რა ბედნიერია, რომ არ უყურებს იმათ სიფათებს, ვისაც ვერ იტანს. არ უწევს “დილა მშვიდობისას” თქმა, როცა უნდა ყველას ჯოჯოხეთის ალში დაწვა უსურვოს. თუმცა, არ მოსწონს, რომ მის გამანადგურებელ გამომეტყველებას ვერავინ ხედავს. საქმეს სამჯერ მეტს აკეთებს, უყვარს მუშაობა, აი, ხალხი კი ეჯავრება.
მშვილდოსანი
პირველ დღეს სწრაფად და ეფექტურად მუშაობს, რადგან არავინ აცდენს მოწევასა და… დალევაზე. თუმცა, თუ ასე დიდხანს გაგრძელდება, მშვილდოსანი შეიძლება ოფისში ვეღარც დააბრუნოთ, რადგან თავისუფლებას გემო თუ გაუგო, ის უკან აღარ დაბრუნდება.
თხის რქა
დისტანციურად 146 პროცენტით მუშაობს. ის შვებულების დროსაც მუშაობს და არც ავადმყოფობის გამო აიღებს ბიულეტენს. ჩრდილოეთ ოკეანეში, წყალქვეშა გემზეც რომ მოუწიოს ყოფნამ, მაინც შეეხმიანება უფროსს, შეადგენს განრიგს და კოლეგებს მითითებებს ჩამოურიგებს.
მერწყული
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის პირველსავე დღეს 100500 პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში. გაუმარჯობს თავისუფლებას! არანაირი დრესკოდი: მოსწონს კიდეც ასეთი ყოფნა: საცვლის ამარა მუშაობს, ერთი ხელით კატას ეფერება, მეორეში მჭავე კიტრის ქილა უჭირავს. თუმცა, კოლეგებს რომ ვერ ბურღავს ახალი იდეებით (ოჯახის წევრებიც გაექცნენ) ეგ არ მოსწონს.
თევზები
სამსახურში თუ მთელი დღე ვირტუალურ რომანებს აბამს და გარშემო ყველას ეფლირტავება, შინ “პასუხისმგებლობა” ემატება, ცდილობს “ხარისხიანად” იმუშაოს და “დედლაინს” არ ასცდეს. ოჯახის წევრებს აკონტროლებს, რომ სადილი დროზე მოამზადონ, ჭურჭელი გარეცხონ, გაკვეთილები იმეცადინონ, თუმცა, ვირტუალურ ფლირტს თავს მაინც ვერ ანებებს, მაგრამ სერიოზული იმიჯი აქვს, რომ ყველამ ნახოს, მუშაობს.