წყალწმინდის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომხდარის გამო საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ შექმნილი ვითარების გამო, წყალწმინდის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.