წყალწმინდის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მომხდარის გამო საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ შექმნილი ვითარების გამო, წყალწმინდის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.