სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება გრძელდება.
როგორც AZERNEWS იუწყება, 30 სექტემბერს სომხეთმა მძიმე არტილერიით ესროლა აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს კონტაქტის ხაზზე, რის შედეგადაც კიდევ შვიდი აზერბაიჯანელი დაიჭრა.
„სომხეთის სამხედრო ნაწილების მიერ ქალაქ ტერტერის მძიმე არტილერიით დაბომბვის შედეგად, სევანის მშვიდობიანი მოსახლეობა სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს. დიდი ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას”, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
გენერალურმა პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურმა ძალებმა სამიზნედ შეარჩიეს მჭიდროდ დასახლებული ადგილები – რეგიონული და სოფლის ცენტრები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები – საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლის შენობები, საბავშვო ბაღები.