“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მათი კომისიის წევრებს არ ეძლევათ ოლქში თუ უბნენზე ნორმალური მუშაობის საშუალება.
გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიასთან. ისინი, ასევე, გმობენ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აქციის მონაწილეები ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ სიები წინასწარ იყო შედგენილი, თუ ვინ გახდებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომინაძის თქმით, ხვალისთვის ყველა ინფორმაცია ღია იქნება და რასაც დავით მჟავანაძე ამბობს, ეს სიმართლეს, არ შეესაბამება.