ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნული ინფორმაცია „ გურია ნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, შორენა საბახტარაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი. ე.წ.ქარიატის კლასტერია
ამ დრომდე მიმდინარეობს ღრმა ეპიდ-კვლევა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი ამ დროისთვის სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 419 ადამიანი,ხოლო 40 გარდაცვლილი.