კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 3 გურიაში გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 887-ს შეადგენს,გარდაცვლილია 58 ადამიანი.