დღეს სამტრედიის 24-ვე საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ხათუნა გაგუამ „გურია ნიუსთან” საუბრის დროს განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სკოლამდელი დაწესებულება მზადყოფნაშია, მიიღოს პატარები და მათ უსაფრთხო სააღმზრდელო გარემო შეუქმნას.
„მართალია, ჩვენს ბავშვებს ვერ დავახვედრეთ საზეიმო გარემო და პატარებს ვერ შევუქმენით სადღესასწაულო განწყობა, პირობას ვაძლევთ ყველას, ვიზრუნებთ მათ აღზრდასა და ჯანმრთელობაზე. გვეგონა, უჩვეულო გარემო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებში უარყოფით რეაქციებს გამოიწვევდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პატარებიც გაგებით ეკიდებიან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას”,_ გვითხრა გაგუამ.
სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიით 1600 აღსაზრდელი ირიცხება. პირველ დღეს 600-მდე პატარა მოიყვანეს მშობლებმა.