სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წინასაარჩევნო დებატებში გურიის მაჟორიტარობის დანარჩენ კანდიდატებთან წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის მიღებაზე, შოთა გოგიბერიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა უარი განაცხადა.
როგორც წყარო იუწყებოდა, უარის მოტივის ფორმულირება ასეთი იყო: “ჩემი დონის კანდიდატს კონკურენტებს შორის ვერ ვხედავ“.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად შეეფერება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია და გადასამოწმებლად შოთა გოგიბერიძეს დაუკავშირდა.
_ მითხრეს, რომ დებატებში მონაწილეობა უნდა მიმეღო, რაც შემდეგ ჩანაწერის სახით გავიდოდა ეთერში. პირდაპირი გადაცემა რომ ყოფილიყო, შესაძლებელია, დავთანხმებულიყავი. თან, დებატები ხუთშაბათს უნდა შედგეს. ამ დღეს კი ძალიან დატვირთული ვარ – სოფლებში ვხვდები ამომრჩევლებს. ისე კი, ამომრჩეველთან ურთიერთობის, ჩვენი აზრის მათთან მიტანის პრობლემა არ მაქვს _ „ობიექტივის“ მეშვეობით, მშვენივრად ვურთიერთობ მათთან, _ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.