გურიაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ჩოხატაურში დაფიქსირდა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ინფიცირებული სოფელ ქვაბღის მკვიდრია. ჩვენივე ინფორმაციით, ის დღეს დილით ეკიპირების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის განყოფილებაში აცხადებენ, დღევანდელი მონაცემებით, გურიაში ეპიდემიოლოგური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
,,მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში.