,,თუ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება,” – ამის შესახებ CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთია დამნაშავე და მხოლოდ მის ადმინისტრაციას შეუძლია მათ პასუხი აგებინოს.
ამერიკელ ხალხს აქვს არჩევანი – აირჩიოს ჩემი პროამერიკული პოლიტიკა ან ის, რომელიც რადიკალი მემარცხენეა და ქვეყანას დაღუპვას მოუტანს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის არჩევანი სოციალისტური ღამის კოშმარსა და ამერიკულ ოცნებას შორის.
ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის მთავარი წყარო გახდა და მხოლოდ ჩემს ადმინისტრაციას შეუძლია მათ პასუხი აგებინოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ პრეზიდენტმა, ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, თუ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მის ადმინისტრაციას მეორე ვადით არ აირჩევენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება ან აშშ მსოფლიოს თავის სიძლიერეს მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
„თუ 20 დღეში არ ამირჩევენ, ჩინეთი აშშ-ს დაეუფლება. დარწმუნებით შემიძლია ეს გითხრათ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.