ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 1459 ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც 104 დადებითი პასუხი მოვიდა.
„სიტუაცია საყურადღებოა და არა საგანგაშო, იქიდან გამომდინარე, რომ ისევ და ისევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, კონტაქტებს, ვისთანაც იყვნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, ისინი იზოლირებულები არიან, ნაწილი კი კარანტინში რჩება. სამწუხაროდ, კიდევ დაგვემატა სკოლის შემთხვევები, სადაც იზოლირებულები არიან არა მხოლოდ მოსწავლეები, მასწავლებლებიც. დაინფიცირებულთა შორის ასევე არიან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მათი აღმზრდელები. იმერეთში 18-მდე სკოლაა, სადაც კოვიდ-19-ის შემთხვევებია დაფიქსირებული, უმეტესობა არ გადასულა ონლაინ სწავლებაზე. ვადასტურებ თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, “_ განაცხადა ბრიფინგზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში კოვიდსტატიკა ასეთია: 530 ინფიცირებულებული მკურნალობს სხვადასხვა კლინიკებში, 200-მდე კოვიდსასტუმროებშია, 2800 თვითიზოლაციაში იმყოფება.