როგორც ცნობილია, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ერთ-ერთ შენობაში სერის საარჩევნო უბანია გავთავსებული, სადაც კორონავირუსი უბნის თავმჯდომარეს დაუდასტურდა.
“გურია ნიუსს“ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და იკითხა, გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი.
#1 საჯარო სკოლის დირექტორის მაია თავართქილაძის თქმით, ბავშვებს არანაირი შეხება არ ჰქონდათ საარჩევნო უბანთან.
“უბანი განთავსებულია ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე და ბავშვები კი მეორე სართულზე სწავლობენ. მინდა გითხრათ, რომ სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და ვიცავთ ყველა წესს, რაც ეპიდემიოლოგებისგან არის გავრცელებული“, _ გვითხრა მაია თავართქილაძემ.