დღევანდელი მონაცემებით, ლანჩხუთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 100 გადააჭარბა, აქედან 26 ფოთის “ტექსტილს” უკავშირდება. როგორც გაირკვა აღნიშნული კლასტელის ინფიცირებულთა შორის ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები არიან.
“მეორე კლასის მოსწავლის ერთ-ერთ მშობელს გამოუვლინდა ვირუსი, რის გამოც აღნიშნული ჯგუფი ორშაბათამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, საკლასო ოთახში კი შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა”, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა თამაზ კილაძემ.
ტესტის პასუხის მოლოდინშია ამავე სკოლის რუსულის პედაგოგი. კილაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს ვირუსი დაუდადტურდა, რესურსცენტრთან შეთანხმებით, სკოლის მაღალი კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ გარკვეული ვადით.
“ტესტირების პასუხს ველოდებით. იმედია ვირუსი არ დადასტურდება, რადგან ენტეროვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს ამ პედაგოგს. თუ პასუხი დადებითი დარჩა, სამწუხაროდ, მოგვიწევს დისტანციურად გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რესურსცენტრთან შეთანხმებით”, _ გვითხრა თამაზ კილაძემ.