ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საარჩევნო უბნის 4 წარმომადგენელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, მათ კონტაქტი ჰქონდათ ქვაბღაში ერთ-ერთ პირთან.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თემურ კუტუბიძეს დაუკავშირდა.
“ქვაბღის საარჩევნო უბნის 4 წარმომადგენელი თვითიზოლაციაში იმყოფება. 4-ივე მათგანი პედაგოგია. მათ შეხება ჰქონდათ მათი სკოლის პედაგოგთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა”, _ გვითხრა თემურ კუტუბიძემ.