სენაკში კორონავიურუსის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც “გურია ნიუსს” საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებულებს შორის ერთი კლინიკის სანიტარი და ორი არასრულწლოვანია. მათი ძირითადი ნაწილი ე.წ. “ფოთი “აჭარა ტექსტილის” კლასტერს მიეკუთვნება“.
მიმდინარეობს ეპიდკვლევა. რაც შეეხება კლინიკას, სადაც ინფიცირებული მუშაობდა, არ დახურულა.