სომხეთის ტერორისტული ხელისუფლება უნდა დაისაჯოს,_ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანელმა დეპუტატმა სევილი მიქაილოვამ AZERNEWS-ის ინფორმაციით თურქულ რადიოსთან საუბრისას გააკეთა.
მიქაილოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონიდან შორს მდებარე ქალაქებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ექვემდებარება სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევას.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მიერ განჯის მკვიდრთა წინააღმდეგ ღამით ჩადენილი ტერორისტული ქმედება მიზნად ისახავდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის მკვლელობას.
დეპუტატმა დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაგმონ სომხეთის ხელისუფლების ეს ტერორისტული ქმედება და ამ დანაშაულის ჩადენაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.