“გამარჯვებულ ქალთა კლუბის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინეზა თუთბერიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს, რითაც საზოგადოებას სთხოვს, კლუბს ნუ მოიხსენიებენ ვირუსის გამავრცელებლად.
“მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩოხატაურში შექმნილი დღევანდელი სიტუაციის გამო, შეშფოთებული ვარ და გისურვებთ გამოჯანმრთელებას…
რაც შეეხება “გამარჯვებულ ქალთა კლუბს”, ჩვენთან კლუბში, დაახლოებით, ოცამდე ქალბატონი ირიცხება და მინდა გითხრათ, კლუბში შეხვედრები არ ყოფილა უკვე სამი კვირაა. სამწუხაროა, რომ ამ კლუბის სახელით გავრცელდა ვირუსი. ეს ასე არაა, შეიძლება შეხვედრა ჰქონდათ სამეგობროს და არა კლუბს… და უფრო კონკრეტულად, ეს იყო პრივატული შეხვედრა და არა კლუბის. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ორი ქალბატონი… დანარჩენი, ჩვენ, ყველანი ჯანმრთელები ვართ და ძალიან გთხოვთ, კლუბს ნუ მოვიხსენიებთ ვირუსის გამავრცელებლად, ჩვენ ბუნებამ ისედაც მძიმე ტვირთი გვარგუნა სატარებლად.
გავიმეორებ, კლუბში ონკო პაციენტები არიან და ძალიან ფრთხილობენ ხალხმრავალ ადგილებში შეხვედრას, ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის გაფრთხილებებს, მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარების გამო, უფრთხილდებიან საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაინფიცირებისაგან…
ჩვენ მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან…”, _ წერს ინეზა თუთბერიძე.