„გურია ნიუსი“ ქობულეთში მომხდარ „საქართველოს ბანკის“ ინკასატორის ძარცვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლელბის წარმომადგენლებს ესაუბრა.
კითხვაზე, თუ იციან მოხდარის შესახებ და დამატებით რაიმე ახალ დეტალებს ხომ არ ფლობენ, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა გვითხრა, რომ ის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ არ იცის:
_არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. გასული ვიყავი ერთ-ერთ სოფელში, საბავშვო ბაღის მშენებლობაა და იქ ვიმყოფებოდი. ახლა ვბრუნდები უკან, _ გვითხრა მან.
_მე ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, ბოდიშს გიხდით, – გვითხრა ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გივი ვერულიძემ.