ISFED-ის შეფასებით, არჩევნებზე ყველაზე სერიოზული პრობლემა პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლა-მუქარაა.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები ჩოხატაურშიც გამოვლინდა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ „ევროპული საქართველოს“ ჩოხატაურის წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს მათი პარტიის, 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება შემდეგ სოფლებში – სამება, დაბლაციხე, ზოტი, ნაბეღლავი, ზემოსურები, კოხნარი, ბურნათი, წიფნარი, საჭამიასერი, ბასილეთი და ხევი.
ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პირებს, რომ არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან“ და ცდილობენ მათ გადაბირებას.
ორგანიზაციის განცხადებით, ლია ჩიგოგიძე კონკრეტული პირების ვინაობას, შეგნებულად, მათივე თხოვნითარ ასახელებს საჯაროდ, რადგან არ სურს ამ პირებს ვინაობის გამხელის შემთხვევაში პრობლემები შეუქმნას.