მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოში დღეისთვის 397 მძიმე პაციენტია, მათ შორის თბილისში 201, ხოლო აჭარის რეგიონში 80. ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატზე კი 82 პირი იმყოფება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.