ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ნათია ზედგინიძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„მოკლედ ასე, უკვე იცით, რომ დადებითების რიცხვს მეც შევუერთდი.
ბევრი მირეკავთ, მწერთ, ყველას ვერ გიპასუხეთ რისთვისაც ბოდიში და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
რაც შეეხება კონტაქტებს მოკვლეულია, პროტოკოლის შესაბამისად ყველა ღონისძიება გატარდა, მახარებს რომ მათი პასუხები უარყოფითია, პირბადე ეს მართლაც აუცილებელი თავდაცვაა!
ვსარგებლობ შვებულებით და საკრებულოში არ ვყოფილვარ თითქმის ერთი თვეა. ჩემი საქმიანობა საარჩევნო შტაბში არ უკავშირდება პიარს და მოქალაქეებთან შეხვედრებს, შესაბამისად კონტაქტების რიცხვი არც ისე ბევრი იყო.
ვინც მიცნობს იცის ჩემი სიფრთხილის, პანიკური შიშების და ემოციური ხასიათის შესახებ. ვარ იზოლირებული და ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო.
ალბათ ყველას სიმპტომები გაინტერესებთ: ჯერ- ჯერობით არ მაქვს სიცხე, მაქვს ყნოსვაც და გემოც. მხოლოდ მაწუხებს ფეხების და წელის ტკივილი, თუმცა არ ვღებულობ გამაყუჩებელს.
ვსვამ ბევრ სითხეს( ჩემთვის 2 ლ ძალიან ბევრია), დავდივარ ოთახში რაც შეიძლება ბევრს.
დათას წინდებს ისევ მისი სუნი აქვს, კორონამ აშკარად დამინდო, რადგან დამიტოვა ეს შეგრძნება, აქ ვიგრძნო ჩემი ბიჭი“,_ წერს ზედგინიძე ფეისბუქგვერდზე.