ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში “ევროპულის საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილის წარდგენა მიმდინარეობს.
“მთავრობამ, რომელმაც ჩააფლავა კრიმინალთან ბრძოლა, აღარ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში. რადგან ყოველი დღე, ყოველი თვე არის დანაშაულის გაგრძელება და ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს”, _ თქვა “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს.
მან ასევე თქვა: “ჩვენი ბრძოლა არის ნაკურთხი და ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად“.