დღეს იმერეთში 258 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფორმაცია ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.
,,გუშინდელთან შედარებით კლება გვაქვს. გვაქვს ახალი შემთხვევები, სამწუხაროდ, ოჯახის წევრები ინფიცირების. მინდა, გითხრათ რომ არ გვაქვს საყურადღებო კლასტერი. რაც შეეხება საწოლ ფონდს, გუშინ 45 საწოლი დაგვემატა, გვემატება დღესაც, ხვალაც. ვრეაგირებთ სიტუაციიდან გამომდინარე. სულ იმერეთში სხვადასხვა კლინიკებში 600-მდე ინფიცირებულია, 300-მდე მოქალაქე კოვიდსასტუმროებშია, იმერეთში 4000-მდე ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში.”-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.