მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებებისას დაქირავებული მებრძოლი ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ სომხების მიერ დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის “პრეზიდენტის” აირიკ არუთიანიანის მეგობრებს, რომლებიც აზერბაიჯანულმა არმიამ გაანადგურა, ძმათა საერთო სასაფლაოზე კრძალავენ.
ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ სომხურ მხარეს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2008 წელს დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა რამდენიმე მუხლით ჰქონდა მისჯილი. ჩახალიანს ბრალად ედებოდა მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობა, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენა და ხულიგნობა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის 24 იანვარს ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა.
წყარო: მთავარიტვ