ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი, სოციალური ქსელის საშუალებით სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს მიმართავს.
“ძვირფასო კოლეგებო, მშობლებო, მოსწავლეებო, ჩვენს სკოლაში სიმშვიდეა, არ გვყავს არცერთი Covid-19 -ით ინფიცირებული, მხოლოდ 5 მოსწავლეა თვითიზოლაციაში. ვიცავთ ყველა რეგულაციას. გთხოვთ, დაიცვათ რეკომენდაციები ოჯახში და სამეზობლოში. ნუ გაუშვებთ ბავშვებს დიდიხნით თავშეყრის ადგილებში, გაუფრთხილდით ერთმანეთს, პირბადე ატარეთ ყველგან, ღია და დახურულ სივრცეში. უმიზეზოდ ნუ დატოვებთ ბავშვებს სახლში. მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს”, _ წერს სკოლის დირექტორი.