საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მივეცი ხმა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას – თავისუფლად, მშვიდად. დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ – ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის რთულ პირობებში. მიუხედავად იმისა, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს უბნებზე. ყველა პირობა დაცულია. თქვენც დაიცავით დისტანცია და ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა .