ოზურგეთში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ ისაუბრა.
ლომიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახსნილის 62 უბანი და 2 სპეცუბანი.
_ #55 უბანი გვყავს წევრნაკლული. უბნის წევრობისთვის კონკურსიც იყო გამოცხადებული, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეივსო”.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის #55-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც მის მიერ კომისიის დატოვების მიზეზი გახდა.