დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაახლოებით, 17 ადამიანი დაიღუპა და 700-მდე დაშავდა თურქეთის პროვინცია იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.
გუშინ, ეგეოსის ზღვაში მოხდა 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. მიწისძვრის გამო, იზმირში დაინგრა შენობები.
მიწისძვრის ტალღა საბერძნეთის კუნძულებსაც მიწვდა.