ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. შესაბამისად, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკის გამოყენება.