გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვება მის მხარესაა.
„მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ნომერი და ვაპირებ ათის ხუთ წუთზე პირადად დავურეკო, იმედია მიპასუხებს. ეს გამარჯვება მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველა გლდანელს, ყველა მუხიანელს. მარტვი არ იყო ამ გამარჯვების მოპოვება და მე ყველაზე ამაყი ვარ დღეს“.