ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავში, ყვარელში, ლაგოდეხსა და ახმეტაში, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
“ძალიან ბევრმა ადამიანმა ვისაც უნდოდა საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა ვერ გაუძლეს იმ ზეწოლას, იმ ათას სიბინძურეს რასაც “ოცნება ჩადიოდა ამ პერიოდში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ბოლომდე შეურაცხყოფა მიეყენებინა და მათ ვერ გაუძლეს იმ ზეწოლას, იმ ათას რაც ყველაზე მთავარია მათ დასცინოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, რომ “აზრი არ აქვს არჩევნებს, ჩვენ ამ სოფელში ნაყიდი გვყავს ნახევარი სოფელი”. არავინ არ უნდა დაემორჩილოს იმ ცდუნებას, რომ გაიყიდოს ხმის მისაცემად, მაგრამ დღეს ქვეყანაში არსებულმა სოციალური მდგომარეობამ, ის სიღარიბემ, სიდხჭურემ რაც შექმნილია, აიძულა ეს ადამიანები ამ ხელისუფლებამ რომ გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთა. ეს არის ჩვეულებრივი გაყალბება, რაც არ არის აუცილებელი საარჩევნო უბანზე ხდებოდეს. ნებისმიერი ქმედება რაც ადამიანების ნების გამოხატვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს არის გაყალბება და ეს არის მეთოდები, რომელიც გააჩნია ივანიშვილს, მას გადარჩენის სხვა მეთოდები არ გააჩნია”,_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თელავში, ყვარელში, ლაგოდეხსა და ახმეტაში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველმა, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.